დღეს - 08 თებ
დიზაინ-მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინ-მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტირების და სანებართო პროცესების დაგეგმვა/კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • საპროექტო მოცულობების წინასწარი ანგარიშების მომზადება / საკონტრაქტო ღირებულებების და შესრულების ვადების განსაზღრა / საპროექტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება/არქიტექტორებთან/ხელმძღვანელობასთან და სამშენებლოსთან ერთად საპროექტო ტექნიკური დავალებების განსაზღვრა და მონაწილეობა კონტრაქტების შედგენის პროცესში;
  • კონტრაქტორებთან შესაბამისი მასალების მიწოდება;
  • პროექტირების პროცესში სამსახურის შიდა დეპარტამენტებთან და საპროექტო პროცესებში ჩართულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • სანებართვო/სარეგისტრაციო/საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მომზადება და სანებართვო ვადების მონიტორინგი;
  • გეგმარებაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი/რეპორტინგი და შესაბამის სამსახურებთან დროული მიწოდება/მიწოდების უზრუნველყოფა;
  • საპროექტო გეგმა-გრაფიკის შედგენა და სამუშაო პროცესის დაორგანიზება (შესასრულებელი სამუშაოების თანამშრომლებზე გადანაწილება);
  • საპროექტო დოკუმენტების ხარისხის და ნახაზების ურთიერთშესაბამისობის კონტროლი;
  • შეხვედრების და საიტ ვიზიტების ორგანიზება;
  • მიმდინარე საპროექტო პროცესებზე შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
  • სამშენებლო გუნდისთვის და სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის საპროექტო მასალების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში დროული კომუნიკაციის მოხდენა ყველა პასუხისმგებელ პირთან და საპროექტო დოკუმენტაციის ყველა შეცვლილი ნახაზების შეკვრა/მონიტორინგი;
  • მშენებლობის დასრულებისთვის და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის უწყებებთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ArchiCAD-ის და AutoCAD-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პრობლემების დროული იდენთიფიცირება და ანალიზის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

დანტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: office@apartgroup.com და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დიზაინ მენეჯერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 თებერვალი

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
მადლობა დაინტერესებისათვის
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6