შემდეგი
დღეს - 08 თებ
არქიტექტორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@apartgroup.com
"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- საინვესტიციო პროექტის მოცულობის წინასწარი გაანგარიშება, მოცულობის შემუშავება;
- მრავალბინიანი/მრავალფუნქციური არქიტექტურული პროექტების დეტალური (სანებართვო/მუშა/გაყიდვები) ნახაზების შექმნა;
- არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
- სანებართვო და სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება;
- ტექნიკური საკითხების დამუშავება;
- შიდა გეგმარებების მომზადება;
- პროექტის ვიზუალის და გეგმარების კონცეპტუალურ გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
- 3D ვიზუალების მომზადება;
- არქიტექტურული პროექტის შექმნის/კორექტირების პროცესში საკითხების კოორდინირება/შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, საინჟინრო) წარმომადგენლებთან;
- პროვაიდერებთან ურთიერთობა (გაზი, დენი, წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე, ინტერნეტი, სახანძრო);
- კონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობის ხარისხის და საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
- მიწის ნაკვეთის გაყოფა/გაერთიანების, კონფიგურაციის დადგენის ან ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი მასალის მომზადება, რეესტრში რეგისტრაციის პროცესის კოორდინირება;
- მუნიციპალურ სამსახურებთან და საპროექტო ჯგუფებთან პროცესების მართვაში ჩართულობა;
- სამშენებლო ობიექტზე შეთანხმებული დოკუმენტაციის გადაცემა და კოორდინაცია/ცვლილებების მონიტორინგი;
- მშენებლობის პროცესში გამოვლენილი უზუსტობების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა ექსპლუატაციის ეტაპისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
- არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- ArchiCAD-ის და AutoCAD-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
დანტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ რეზიუმე და საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო მეილზე: office@apartgroup.com და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - არქიტექტორი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 თებერვალი
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
მადლობა დაინტერესებისათვის!
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 12