10 იან - 08 თებ
სტანდარტი
პროექტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cement.ge
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე - სამშენებლო დარგში.
სამუშაო ლოკაცია: პროექტების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- საშუალო და ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტების განხორციელება და ზედამხედველობა;
- ყველა სახის სამშენებლო საპროექტო პროცესის ეფექტურად შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
- ყოველწლიური Capex ბიუჯეტის ფორმირება სამშენებლო პროექტებზე;
- სამშენებლო პროექტების ბიუჯეტის ფორმირება და მონიტორინგი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
- სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა, კომპანიის სხვა განყოფილებებთან ურთიერთობა ყოველდღიური ადმინისტრაციული და ოპერატიული საკითხების მოგვარების მიზნით ;
- სამშენებლო პროექტების წარმოება, ჯგუფში არსებული სტანდარტების შესაბამისად DCS (Design Criteria and Standards);
- კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი მშენებლობის გეგმა-განრიგის შეფასება, ეფექტური თანამშრომლობა და მონიტორინგი პროექტის განხორციელების ფაზაში;
- პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და საოპერაციო საკითხების გადაჭრა;
- განცოხრიელებული პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის დაარქივება - შენახვა, ასევე პროექტების მიმდინარე სტატუსების მომზადება;
- მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
- SAP-ის პროგრამის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური;
- სხარტი აზროვნების უნარი;
არსებული პირობები და ბენეფიტები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- სატელეფონო ლიმიტი;
- კომპანიის ავტომობილი და საწვავის ბარათი;
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cement.ge
გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება პროექტების მენეჯერის - სამშენებლო დარგში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 98
უნიკალური ნახვები 92