შემდეგი
დღეს - 08 თებ
ელექტრო - ინჟინერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 3000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruiting@nutrimax.ge
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო - ინჟინერის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა, ღოღობერიძის 67 ბ და გარდაბანის რაიონი, გამარჯვება
სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00 – 16:00 (შაბათი)
ანაზღაურება - 3000 (Net)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოებების და ადმინისტრაციული შენობის ელექტრო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სისტემის რეგულარული მონიტორინგი;
- ელექტრო და ავტომატიზაციის სისტემების მონტაჟი და მონიტორინგი;
- პროექტებისთვის საჭირო რაოდენობის მასალების გამოთვლა;
- ელექტრო მოწყობილობების პრევენციული და მიმდინარე რემონტის უზრუნველყოფა;
- ახალი ელექტრო აღჭურვილობის რეკონსტრუქცია/დანერგვისას ინსტალაციის და სხვა სამუშაოების განხორციელება;
- იზოლატორების დამონტაჟება - სამონტაჟო უბნების განლაგება, დაცვისა და კონტროლის მოწყობილობების მონტაჟი - მონიტორინგი;
- ავტომატიზაციის საკონტროლო კარადების მონიტორინგი;
- ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა;
- შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
- წარმოებისთვის საჭირო სისტემების მონიტორინგი (ჰაერი, ორთქლი, ენერგომატარებლები);
- უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის და ავტომატიზაციის მიმართულებით;
- მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო ინჟინერის პოზიციაზე;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 09 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ელექტრო - ინჟინერი".
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ინჟინერია
ელექტროინჟინერია
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5