შემდეგი
დღეს - 23 იან
ტენდერი - ღია კაფისა და მოსაცდელი სივრცის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Davit.Bochorishvili@aversi.ge
„ავერსის კლინიკა“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ღია კაფისა და მოსაცდელი სივრცის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27ბ-ში მდებარე კლინიკის ცენტრალური ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფისა და მოსაცდელი სივრცის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.
- არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მოცემულია დანართი #2-ში;
- აფიდავიტი მოცემულია დანართში #3;
- ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №4;
ტექნიკური დავალება:
- მოსაცდელი სივრცე
- მოსაცდელი ბორდიულთან - 1.75მ *18 მ თანამედროვე ტიპის, გათვლილი 30-35 ადამიანზე.
- გასათვალისწინებელია განათება და ინფრაწითელი გამათბობელი. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს სივრცე და შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2 ცალი სწრაფი გადახდის აპარატისთვის.
- პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული უნდა იქნეს მოსაცდელი სივრცის დიზაინი და წარმოადგინილი უნდა იქნეს პროექტის ხარჯთაღრიცხა დიზაინის შესაბამისად.
ღია კაფე
6 მ სიგრძე მანძილი გამწვანებამდე 2,5მ გამწვანების გაბარიტები 5,75*7,5*5,5 მოსაწყობია გადახურული კაფე ტენტით/ან რაიმე სხვა მსგავსი გადაწყვეტა, გასათვალისწინებელია, რომ საკვების მიწოდება მოხდება არსებული კაფის ფანჯრიდან გასათვალისწინებელია ასევე; მაგიდები,სკამები განათება და ინფრაწითელი გამათბობელი.
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული უნდა იქნეს მოსაცდელი სივრცის დიზაინი და წარმოადგინილი უნდა იქნეს პროექტის ხარჯთაღრიცხა დიზაინის შესაბამისად.
სამუშაოს შესრულების პირობები:
- სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმები.
- მიმწოდებელი კომპანია პასუხისმგებელია გამოყენებული მასალისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
- სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იქნას სანიტარული ნორმები, სამშენებლო ნაგვისა და ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს რეგულარულად.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:
- სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
- საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა;
- სამუშაოების შესრულების ვადა, შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით 2025 წლის 23 იანვარი, 15:00 სთ–მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:
- შემოთავაზებული დიზაინი და პროექტი;
- დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს შემოთავაზებული პროექტის შესაბამისად), აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, „ექსელის“ ფორმატში;
- სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი (დანართი #2).
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ჩამონათვალი და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
- საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.
- სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება;
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- ანგარიშსწორების პირობა;
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.
1 ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions
ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:
დავით ბოჭორიშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს მშენებლობისა და რემონტის პროექტების კოორდინატორი ტელ: +995 555 44 24 75
ელ.ფოსტა: Davit.Bochorishvili@aversi.ge
ანი მამუჩიშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: +995 577 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
შესყიდვები
ტენდერები
ნახვები 3
უნიკალური ნახვები 3