13 იან - 20 იან
სტანდარტი
ტენდერი - მაღალი დონის სასტუმროს შერჩევა
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ტელეფონი: +995 591 21 99 11
CENN, ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი), აცხადებს ტენდერს თბილისში მაღალი დონის სასტუმროს შერჩევასთან დაკავშირებით.
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
- ნომრების სისუფთავე;
- სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
- სველ წერტილებში ცხელი წყალი;
- საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
- საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი და ა.შ.)
- საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 20 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
- ოთახების რაოდენობასა და მათ ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
- საკონფერენციო ოთახების რაოდენობასა და მათი ერთი სრული დღის ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
- ZOOM-ის ტექნიკური ჯგუფის ერთი სრული დღის მომსახურების ღირებულებას (ჰიბრიდული კონფერენციის მართვა, ლაივის გაშვება, კამერით გადაღება, ტექნიკური მომსახურება. ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
- ყავა-ჩაის, ლანჩის და ვახშმის ღირებულებებს (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
- 2025 / 2024 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ღირებულება;
- განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
მობ: +995 591 21 99 11
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 36