13 იან - 12 თებ
სტანდარტი
დამხმარე ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ants.ge
"ენთები" წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და კლიენტის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 600-ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას.
ენთები აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე.
თუ გსურს დასაქმდე წამყვან აუთსორს ბუღალტრულ კომპანიაში, სადაც არ მოგაკლდება საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები, პროფესიულად განვითარდები და გეყოლება მეგობრული გუნდი, აუცილებლად გამოგვიგზავნე რეზიუმე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები, და სხვა.)
- ელექტრონული ზედნადების და ფაქტურების გამოწერა,
- იმპორტების ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა.
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და სიზუსტის კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა.
- ბრუნვითი უწყისის აღქმა, ანალიზი და სისწორის კონტროლი
- სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რომელიმე ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება balance-ის ცოდნას)
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; (სასურველია ACCA-ის პირველი დონე)
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე.
- საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა აუცილებელია;)
- უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ერთროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანია ამჟამად სარგებლობს TBC დაზღვევის მომსახურებით)
- სწავლის თანადაფინანსება
- კომფორტული სამუშაო გარემო
- Day off ( წელიწადში - 4 დღე)
- კვირაში 1 სამუშაო დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა ( მეტრო დელისთან ახლოს)
გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00 და 19:00 საათამდე.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის (12 თვის მანძილზე) და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@ants.ge
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/z1nzLDQc
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 104
უნიკალური ნახვები 98