13 იან - 11 თებ
სტანდარტი
პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@greenig.ge
სადაზღვევო კომპანია ს.ს ,,გრინ დაზღვევა საქართველო‘‘ აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება - კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ფიქსირებული ანაზღაურება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება (პოლისი, ხელშეკრულება);
- გაცემული პოლისების პროგრამულად აღრიცხვა;
- ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, ურთიერთშედარების აქტების მომზადება;
- პოლისში ან/და ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებ(ებ)ის პროგრამულად ასახვა;
- დებიტორული დავალიანების რეესტრის წარმოება/მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი განათლება;
- მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
- გამართული მეტყველების უნარი;
- ინფორმაციის ეფექტურად ათვისებისა და გადაცემის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenig.ge წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. სს ,,გრინ დაზღვევა საქართველო“ მონაცემებს დაამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 61
უნიკალური ნახვები 56