14 იან - 13 თებ
სტანდარტი
საწყობის მენეჯერი
თბილისი, დიღომი 1-9
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599637070
მისამართი: თბილისი, კუკური გოგიაშვილის ქ. 1

კომპანია ეიდი ტეკი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-16:00.
  • ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ხელზე ასაღები (დამოკიდებულია გამოცდილებაზე);
  • გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე, ანაზღაურებადი, თვეში 700 ლარი ხელზე ასაღები.
  • ოფისის მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრი, კუკური გოგიაშვილის 1.

ბენეფიტები:

  • ბონუსური ანაზღაურება კომპანიის სასაქონლო ასორტიმენტის გაყიდვებში შეტანილი წვლილისთვის (დამკვეთების მოზიდვა);
  • შიდა ტრენინგები პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პროგრამებთან და მოწყობილობებთან სამუშაოდ.
  • განვითარების და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა

მოვალეობები:

  • ყოველდღიური შეკვეთების მიღება და მათი სარეალიზაციოდ მომზადება (გადათვლა/დახარისხება);
  • საწყობიდან გასული პროდუქციის მონიტორინგი/დასურათება მობილური ტელეფონით და მათი გაზიარება ჯგუფში შემავალი თანამშრომლებისთვის;
  • სარეალიზაციო პროდუქციაზე სასაქონლო ზედნადების შედგენა/აქტივაცია;
  • საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა / იმპორტირებული პროდუქციის მიღება გაფორმების ეკონომიკურ ზონებში და მათი ტრანსპორტირება-დასაწყობება.
  • საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და მათი დახარისხება სამუშაო პროცესის გაადვილების მიზნით.
  • საწყობის ყოველთვიური აღწერა;

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • პრობლემურ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართული

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგმოგზავნოთ რეზიუმე მეილზე vano@adtec.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 59
უნიკალური ნახვები 56