14 იან - 24 იან
მონაწილეთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სსიპ საპენსიო სააგენტო https://pensions.ge/ka/ აცხადებს კონკურსს მონაწილეთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მომსახურების სფეროში ან/და ცხელ ხაზზე მუშაობის გამოცდილება განიხილება უპირატესობად;
  • Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა განიხილება უპირატესობად.

სხვა მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
  • სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარები;
  • საუკეთესო ურთიერთობის უნარები;
  • დადებითი და მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
  • მონაწილეებისათვის დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
  • სატელეფონო ზარების მიღება;
  • მონაწილეებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მონაწილეების მიერ დასმული კითხვების/საკითხების გადასაწყვეტად ზარების შესაბამის პირებთან გადამისამართება, სააგენტოში მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად;
  • მომსახურების განყოფილების სატელეფონო მომსახურებისა და მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში, მომსახურების ხარისხის სტანდარტის დაცვა;
  • მონაწილეთა მომსახურების განყოფილების უფროსის და სააგენტოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მონაწილეთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტი.

საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
საჯარო სამსახური
საჯარო სამსახური (ზოგადი)
ნახვები 82
უნიკალური ნახვები 68