14 იან - 24 იან
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საპენსიო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის განხრით, ჩაითვლება უპირატესობად;
  • არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკის ცოდნა;
  • ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალური ქსელების კონტენტის სპეციფიკისა და ტრენდების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროაქტიულობა და კრეატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
  • სააგენტოსა და მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
  • სააგენტოს სოციალური მედიის მართვა;
  • ვიდეოების, მათ შორის Reels, Shorts და Tiktok მომზადება/ მონტაჟი;.
  • სოციალურ ქსელში განთავსებული კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და ანალიზი;
  • სოციალური ქსელების კომენტარების მართვა;
  • კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება;
  • სააგენტოს ვებგვერდზე განსათავსებელი პუბლიკაციების გამოქვეყნება და განახლება.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო

სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
ნახვები 76
უნიკალური ნახვები 72