- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
ჩვენს შესახებ:
- IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან და სთავაზობს მომხმარებლებს ისეთ IT გადაწყვეტილებებს როგორიცაა:
- მონაცემთა სანახი სისტემები,
- ქსელური გადაწყვეტილებები,
- კიბერ უსაფრთხოება,
- პროგრამული უზრუნველყოფა,
- პერსონალური სისტემები
- საინჟინრო მომსახურება
ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო სექტორი. ლაბ ტექნოლოჯი საქართველოში წარმოადგენს 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს როგორიცაა: CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
- საბუღალტრო ოპერაციების პროგრამული ასახვა;
- შესყიდვებისა და რეალიზაციის პროგრამაში ბუღალტრული აღრიცხვა;
- საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი პროგრამული ასახვა;
- ინვენტარიზაციის ჩატარება;
- საწვავის შესყიდვა, ჩამოწერა, ხარჯვის კონტროლი;
- საჭიროებისამებრ სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
- საქართველოს სტატისტიკის სამსახურთან ურთიერთობა და რეპორტების წარდგენა;
- საჭიროებისამებრ დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/კრედიტორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო აღრიცხვის კანონმდებლობის ცოდნა;
- პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების MS office ცოდნა;
- ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული კურსების დაფინანსებას;
- აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;
- სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 12 დეი ოფს
ჩვენი ოფისი:
- მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6
- საიტი: www.lab.ge
- სოც ქსელები: Facebook LinkedIn
ტელ: +995 032 229 06 09
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი ბუღალტერი“
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ დაქირავებულსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. IT კომპანია LAB გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.