14 იან - 12 თებ
სტანდარტი
უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 3 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@eeu.edu.ge
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა;
- უნივერსიტეტში უცხო პირთა შესვლის კონტროლი;
- უნივერსიტეტის შიგნით უწესრიგობისა და ხმაურის აღკვეთა;
- უნივერსიტეტის ქონების დაცვა და გაფრთხილება;
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევაში მათ აღსაკვეთად, ზომების მიღება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამსახურების და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის შეტყობინება;
- უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება და გამოცდილება:
- საშუალო განათლება
- უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- ორგანიზებულობა
- შრომისმოყვარეობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
- საგანგებო სიტუაციებში ოპერატიულად და ეფექტურად რეაგირების უნარი
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6
- სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა სამ დღეში ერთხელ
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სასიამოვნო, მეგობრული გარემო
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა
II ეტაპი - გასაუბრება
ყურადღება! კონკურსში მონაწიეობის მსურველებთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეების გამოგზავნის ვადის დასრულებიდან 1 კვირის განმავლობაში.
თუ ხართ მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, გსურთ მეგობრულ გარემოში მუშაობა და აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@eeu.edu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 99 99 30
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშავოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ უნივერსიტეტის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 41