14 იან - 12 თებ
სტანდარტი
საწყობის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ; შაბათი 09:00-14:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესების ზედამხედველობა დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • სასაწყობე ფართის ოპტიმალური გამოყენების დაგეგმვა, პროდუქციის განლაგების გეგმის შესაბამისად დასაწყობების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ზედამხედველობა;
  • საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და შენახვის პირობების რეჟიმის კონტროლი;
  • პროდუქციის მარაგების რეგულარული კონტროლი;
  • გაუქმებული ან/და საწყობში უკან დაბრუნებული პროდუქციის პროცედურის კოტროლი;
  • გაცვლის ან/და საწყობში არ მიღებული პროდუქციის პროცედურის კონტროლი;
  • პროდუქციის დანაკლისების კონტროლი და ხელმძღვანელობის მყისიერი ინფორმირება;
  • შეკვეთების დროულად და სიზუსტით აგროვების უზრუნველყოფა და აგროვებული შეკვეთების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერა;
  • საცალო პროდუქციის აღწერის პროცესის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • დაქვემდებარებული გუნდის წევრების სამუშაოს ორგანიზება და მართვა;
  • დაქვემდებარებული გუნდის ამოცანებისა და ფუნქციების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული გუნდის შესრულებული სამუშაოს შედეგების ანალიზი და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • დაქვემდებარებული გუნდის მიერ კომპანიის შიდა ინსტრუქციების/ მარეგულირებელი დოკუმენტების, უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
  • საწყობის მუშაობის ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • HACCP - ის მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ახალი თანამშრომლის გადამზადების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის მართვაში ან მსგავსი პოზიციაზე.
  • კარგი ორგანიზაციული უნარები და ხელმძღვანელობის გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამების (ERP სისტემები, Excel) ცოდნა.
  • სამუშაო პროცესების ანალიზის და ოპტიმიზაციის გამოცდილება.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების სწორად დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@reneco.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 48
უნიკალური ნახვები 47