15 იან - 13 თებ
არქივის ადმინისტრატორი-დროებითი/როტაციის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „მედიქლაბჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას არქივის ადმინისტრატორის (დროებითი) და როტაციის ადმინისტრატორის პოზიციაზე

არქივის ადმინისტრატორი ამბულატორიაში (დროებითი)
სამუშაო დრო - ორშაბათიდან პარასკევამდე 9:00 – 18:00 და შაბათს 09:30 – 14:00
ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად შეამოწმოს ჩაწერილი პაციენტების სია;
  • ჩაწერილი პაციენტების სიის მიხედვით უზრუნველყოს ამბულატორიული ისტორიების ექთნებისთვის გადაცემა;
  • აწარმოოს გაცემული ისტორიების ჟურნალი;
  • პირველადად გახსნილი ამბულატორიული ისტორიები, სკრინინგული ფაილები და ფირები აღრიცხოს ელექტრონულ ბაზაში;
  • პირველად გახსნილ ამბულატორიულ ისტორიას (სკრინინგულ ფაილს, ფირებს ) მიანიჭოს შესაბამისი ნუმერაცია;
  • და სხვა

როტაციის ადმინისტრატორი - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
სამუშაო დრო - ორშაბათიდან პარასკევამდე 09:00 – 18:00 და შაბათს 09:30 – 14:00
ძირითადი მოვალეობები:
  • პასუხი გასცეს პაციენტის/ ვიზიტორის შეკითხვებს კომპეტენციის ფარგლებში;
  • დაარეგისტრიროს კლინიკაში შემოსული ყოველი ამბულატორიული პაციენტი ელექტრონულ ბაზაში;
  • გაუხსნას სამედიცინო ისტორია კონსულტაციაზე მოსულ პირველად ამბულატორიულ პაციენტს.;
  • დარწმუნდეს რომ ყოველ პაციენტს სრულად აქვს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია და პირადი მონაცემები;
  • დაზღვეული პაციენტის შემთხვევაში გადაამოწმოს დაზღვევის სიაში პაციენტის სადაზღვევო ბარათის ნომერი და მისი მონაცემები (საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას);
  • პაციენტის რეგისტრაციისას დარწმუნდეს, რომ სრულყოფილია საჭირო დოკუმენტები: პირადობის მოწმობის, ხოლო დაზღვეული პაციენტის შემთხვევაში სადაზღვევო ბარათის დასკანერებული ვერსია,სადაზღვევო კომპანიიდან მიმართვა და ა.შ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე : hr@mcg.ge
შპს "მედი ქლაბ ჯორჯია"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მედი ქლაბ ჯორჯია" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 37