შემდეგი
15 იან - 13 თებ
შესყიდვების სპეციალისტი / ბაღის კატეგორია
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის (ბაღის კატეგორია) პოზიციაზე, თბილისში.
მე, თორნიკე ადუაშვილი, ბაღის კატეგორიის კოორდინატორი ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელი პერიოდში შევასწავლი:
- ბაღის პროდუქციას - სპეციფიკაციებსა და მისი გამოყენების ძირითად პრინციპებს;
- პროდუქციის შედარებას, როგორც ხარისხობრივად ასევე ტექნიკურად;
- მომწოდებლებთან ურთიერთობას, როგორც საქრთველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
- პროგნოზების გაკეთებას;
- შეკვეთის ციკლის დაორგანიზებას;
- სწორ რეპორტინგსა და KPI-ს გამოყენებას;
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და
კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლების მოძიება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
- ინფორმაციის მოძიება მომწოდებლების შესახებ, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
- შესყიდვების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
- შესყიდული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
- შესყიდვებთან დაკავშირებული გადარიცხვების და გაფორმებულ ხელშეკრულებების კონტროლი;
- ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: ბაკალავრი - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების Ms Office ცოდნა სამუშაო დონეზე; ინგლისური ენა - B2;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და ტექნიკური უნარები;
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: recruit@gorgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი ბაღის კატეგორია".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
წარმატებებს გისურვებთ!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 11