16 იან - 14 თებ
სტარტი
მერჩენდაიზერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
- სრული განაკვეთი
- 1500 - 1700
- გამოცდილება აუცილებელია
- ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@zgvaludi.ge
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 20 მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. „ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია „ზღვა ლუდი“ აცხადებს ვაკანსიას „მერჩენდაიზერი“-ს პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- სამუშაო საათები: 09:00-18:00სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
- დასვენების დღეები: შაბათი -კვირა;
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; დიღმის მასივი; ბელიაშვილის #106;
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში პროდუქციის დახლზე სათანადოდ განთავსებაზე ზრუნვა;
- მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
- პროდუქციის ვარგისიანობისა და ვადების კონტროლი;
- ყოველდღიურად თაროზე პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით ზემდგომებისათვის გაზიარება;
- ნაშთების კონტროლი და მომდევნო დღის შეკვეთების გაკეთების პროცესში ჩართულობა;
- თითოეული ობიექტიდან პროდუქციის უკან დაბრუნების კონტროლი, კერძოდ უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება და ზემდგომ პირთან კომუნიკაცია;
- დამკვეთისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების შესახებ;
- ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში;
- კონკურენტების ფასების მონიტორინგი ( პერიოდულად; ხელმძღვანელის დავალებით)
მოთხოვნები და ცოდნა:
- რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- რუსული ენის ცოდნა ( საკომინიკაციო დონეზე სავალდებულოა)
- ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ჰყავდეთ საკუთარი ავტომობილი.
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული;
- აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@zgvaludi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი
ნახვები 22
უნიკალური ნახვები 22