16 იან - 14 თებ
ცვლის უფროსი დიასახლისი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1350
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსი დიასახლისის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1350 ლარი (Net);
სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:
  • სასტუმროს სივრცის სისუფთავისა და ყველა შემომსვლელი ოთახის სრულ მზადყოფნაში ყოფნის გაკონტროლება;
  • თეთრეულის მარაგის სწორად გათვლა, ნაკლებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების დროულად მიღება;
  • მენეჯერის არ ყოფნისას, დიასახლისებისა და დამხმარეებისათვის დავალებების მიცემა;
  • სასტუმრო ოთახების დალაგება-დასუფთავება საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენებით;
  • თვის ბოლოს აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი;
  • მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის, პრობლემების დროულად აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი;
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 15