17 იან - 15 თებ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
- ქართული,რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: lituscity.hr@gmail.com
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია “LITUS CITY”
დეველოპერული კომპანია “LITUS CITY” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 მდე;
- დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ პლატფორმის, ტელეფონის ან სოციალური მედიის საშუალებით;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
- კლიენტებისთვის შესანიშნავი მომსახურების მიწოდება გაყიდვების პროცესის განმავლობაში;
- დღის განმავლობაში გაყიდვებთან დაკავშირებით საჭირო/საინტერესო/გასათვალისწინებელი ინფორმაციის დამუშავება;
- პოტენციურ მყიდველებთან ან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონტაქტი, კომუნიკაციის სხვადასხვა დაშვებული/მისაღები (კანონისმიერი) მეთოდების გამოყენებით;
- პოტენციური მყიდველების ან სხვა დაინტერესებული პირების ვიზიტის დაგეგმვა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით სარეალიზაციო პროდუქტის ადგილზე დათვალიერება, მათ შორის სხვადახვა პროდუქტის ან/და პირობის შეთავაზება;
- დამსაქმებლის მიერ მიწოდებული მასალის (დაკავშირებული ეფექტურ გაყიდვებთან) უშუალო გავრცელება ან/და გავრცელაბაში მხარდაჭერა, მათ შორის გავრცლების თანამედროვე მეთოდების მოფიქრება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება;
- პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, სისტემატური განახლება და მუდმივი მონიტორინგი;
- გაყიდვებთან და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან პერიოდული ანაგრიშების მომზადება;
- გაყიდვების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინიციატივების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა. (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების მოხმარების უნარები;
- გაყიდვებში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია საჭირო სისტემებში და პროგრამებში: Outlook, Word, Excel და ა.შ.;
- დროის მართვის შესანიშნავი უნარები;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული მეტყველების უნარი;
- მომხმარებელთა ბაზების მართვა;
- რეპორტინგი;
- სამშენებლო ბაზრის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- კლიენტზე მორგებულობა;
- მოტივირებულობა;
- შეხვედრების დაგეგმვა;
- პრეზენტაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: lituscity.hr@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 თებერვალი, 2025 წელი.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 27