17 იან - 15 თებ
სამგზავრო-სატვირთო ლიფტების ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო კომპანია „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; სამგზავრო-სატვირთო ლიფტების მონტაჟი და გეგმიური მომსახურება; მშენებლობის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით :
  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან , კვარტალში ერთი DayOff -ის შესაძლებლობას;
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე; (გამოსაცდელი ვადის შემდგომ)

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში ვეძებთ გუნდის წევრს, პროფესიონალს : „სამგზავრო-სატვირთო ლიფტების ინჟინერის“ თანამდებობაზე:

მოვალეობები:
  • სამგზავრო-სატვირთო ლიფტების მონტაჟთან, ტექნიკურ გამართვასთან, გეგმიურ შემოწმებასთან დაკავშირებული პროცესების სრულად წარმართვა, სხვადასხვა საქმის შესრულება/ორგანიზება;
  • ლიფტების მიმართულებით შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად, ლიფტების მემონტაჟე/მექანიკოსების გუნდის შექმნა/მონაწილეობა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების უშუალო ზედამხედველობა, დასწრების და შერულებული საქმიანობის ჩანაწერების წარმოება, შრომის და დისციპლინის კოორდინირება, საქმიანობის წარმართვა ხარისხიანად და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
  • პროექტში არსებული ყველა ტიპის დოკუმენტის წარმოება (შესყიდული პროდუქციის, ზედნადებების, სხვადასხვა მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების, სატრანსპორტო მომსახურების დოკუმენტების დადასტურება, მომსახურების ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრა);
  • სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა #2, ლიფტების გეგმიური/არაგეგმიური შემოწმების აქტები) და შესაბამის დეპარტამენტებთან წარდგენა;
  • მიმართულებასთან დაკავშირებული, სხვა შესაბამისი ფუნქციონალის შესრულება;
  • უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • განათლება საინჟინრო მიმართულებით;
  • ლიფტების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება; (სავალდებულოა)
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები :
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგისუნარი;
  • სამუშაო ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ინჟინერი“
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 17 თებერვალი, 2025წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია „ ადლი“ , კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !
სამშენებლო, უძრავი ქონება
სტრუქტურული ინჟინერია
ნახვები 1
უნიკალური ნახვები 1