20 იან - 10 თებ
სტანდარტი
კატეგორიის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 2500 - 3500
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam@solution-er.ge
პსპ ფარმა, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა, აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში, კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
დასაქმებულის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფარმაცეფტული პროდუქტების კატეგორიისთვის მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
- ბაზრის კვლევა და კონკურენტული (აქტივობების) ანალიზი
- კომპანიის პროდუქტების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვნად ცოდნა და წარდგენა სამედიცინო წარმომადგენლებისთვის და მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ექიმები, ფარმაცევტები).
- სასწავლო და სარეკლამო მასალების მომზადება, როგორც არსებული, ისე ახალი პროდუქტებისთვის და წარმომადგენლებისთვის მიწოდება. მათთვის სარეკლამო და საინფორმაციო მასალების გამოყენების სტრატეგიის განმარტება;
- მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება
- სარეკლამო მედია კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება
- ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა, პრეზენტაცია) ორგანიზება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია
- პორტფელში არსებული პროდუქტების რეალიზაციის რეგულარული ანალიზი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და ანგარიშგება
- წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოების სისტემატური მონიტორინგი და რეპორტინგი
საკვალიფიციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მედიცინის, ჯანდაცვის ან ფარმაციის სფეროში;
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული
უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- პროფესიული განვითარების მოტივაცია და კომერციული წარმატების მიზანდასახულობა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
ანაზღაურება : ფიქსირებული ხელფასი 2500 – 3500 ლარი + ბონუსი .
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: mariam@solution-er.ge
გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი.
გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 77