20 იან - 18 თებ
სტანდარტი
დამლაგებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 650
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 35 36 52
კომპანია ბიოტეკსი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებელის პოზიციაზე
ანაზღაურება: 650 ლარი, მომატების პერსპექტივით;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. 8.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი, ხუთი სამუშაო დღე - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ.

პასუხისმგებლობები:
  • შენობა-ნაგებობის მოწესრიგება-დასუფთავება, იატაკის დასუფთავება სველი წესით ყოველდღიურად, თვეში ერთხელ იატაკისა და ავეჯის გახეხვა;
  • ყოველდღიურად საპირფარეშოების სველი წესით დასუფთავება, სარკისა და ნიჟარის გაწმენდა;
  • ყოველკვირეულად სადეზინფექციო სამუშოების ჩატარება;
  • ყოველდღიურად შენობა-ნაგებობის ჭერის ჩამოწმენდა, კედლებისა და კარებების გახეხვა თვეში ერთხელ;
  • ნაგვის ურნების გათავისუფლება და ნაგვის გატანა;
  • შენობა-ნაგებობაში არსებული კარებების, კედლების, ფანჯრების, ფანჯრის რაფების, კარადების, მაგიდების, სკამების, გამათბობლების გაწმენდა თვეში ერთხელ, ხოლო ყოველდღიურად მათი დასუფთავება;

მოთხოვნები:
  • სასურველია გქონდეთ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება და გაგაჩნდეთ შემდეგი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სწრაფი და მოხერხებული.

რას გთავაზობთ:
  • გამოცდილი და სასიამოვნო გუნდი;
  • დღეში ერთხელ უფასო კვება;
  • უფასო ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიიდან;
  • კორპორატიული დაზღვევა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი [ელ. ფოსტის მისამართზე - dkazarovi@agro.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 595 35 36 52. დარწმუნდით, რომ თქვენი განაცხადი ხაზს უსვამს იმ უნარებსა და გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ პასუხისმგებლობებსა და მოთხოვნებს.

წინამდებარე ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ბიოტეკსმა " შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დასუფთავება
დამლაგებელი
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 36