შემდეგი
20 იან - 18 თებ
უფროსი მექანიკოსი / ინჟინერი
თბილისი, ორხევი
- სრული განაკვეთი
- 3000
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: C.corrugator@gmail.com
კომპანია „ქორუგატორი“ დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთერთ მოწინავე გოფრირებლი მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
კომპანია „ქორუგატორი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი მექანიკოსი / ინჟინერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო დანადგარების, მოწყობილობების, ლიფტების, სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- მანქანა-დანადგარების ყოველკვირეული პროფილაქტიკური შემოწმება/დათვალიერება, ტესტირება და მათი ტექნიკური მონაცემების აღრიცხვა/განახლება;
- დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზების დიაგნოსტირება, აღმოფხვრის გზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
- კომპანიაში არსებული უსაფრთხოების წესების დაცვა და მოვალეობის შესრულებისას რისკების წინასწარი გათვალისწინება;
- სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია შესაბამისი ტექნიკური განათლება (უნივერსიტეტი, კოლეჯი, კურსი)
- სასურველია საბაზისო ელექტრობის ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 3000 ლარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. „ქორუგატორის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ინჟინერია
მექანიკოს-ინჟინერი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
უსაფრთხოების ინჟინერი
ნახვები 10
უნიკალური ნახვები 9