20 იან - 18 თებ
ვიპ
ანაზღაურებადი სტაჟირება - მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
- სტაჟირება
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@tsiskvili.ge
2002 წლიდან, „წისქვილი ჯგუფი“ წარმოადგენს სხვადასხვა კონცეპტუალური რესტორნების ქსელს.
20 წელზე მეტია, ითვლება ყველაზე მდგრად და განვითარებად ბიზნესად ქართულ გასტრონომიულ სფეროში.
ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა კონცეფციის რესტორნებს, მათ შორის:
- ეთნო წისქვილი
- ლუდის მოედანი
- ღვინის ეზო
- წისქვილი მცხეთაში
- წისქვილი ვაკეში
- წისქვილი წყნეთში
- წისქვილის „თეატრი“ (სავახშმო თეატრი) – 2022 წლიდან
- ასევე რითეილის მიმართულებით: წისქვილი ბაზარს - ვაკეში და ავლაბარში.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მარკეტინგის გუნდში გვაქვს ანაზღაურებადი სტაჟირების 6 თვიანი პროგრამა მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #99
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00.
სტაჟირების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ:
- მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- PR მიზნებით სხვადასხვა წამახალისებელი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა / ორგანიზებაში (მონაწილეობა ფესტივალებზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულობა და სხვ.);
- სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- სხვა საინტერესო აქტივობებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - მარკეტინგის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- სასურველია მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად.
- ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის (წერა/მეტყველება) უნარი;
- სასურველია Microsoft Excel, Power point-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი
ნახვები 137
უნიკალური ნახვები 131