21 იან - 19 თებ
ვიპ CV
მერჩენდაიზერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500
+ ბონუსი
- გამოცდილება აუცილებელია
- მართვის მოწმობაA
კომპანია „ვესტ ინვესტ“ი დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს და ზღვის პროდუქტებსა , რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას „მერჩენდაიზერი“ს პოზიციაზე
მისამართი: გრიგოლ ლორთქიფანიძის 13 ა;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
კომპანიის სამუშაო ტანსპორტი -მოპედი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოტოციკლეტის შეთხვევაში A 2 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია–მოვალეობები:
- მერჩენდაიზინგის პროცესის დაგეგმვა და შემუშავება;
- ყოველდღიურად ქსელურ ობიექტებზე ვიზიტი განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
- პროდუქციის განსათავსებლად გამოყოფილ ადგილზე პროდუქციის რაოდენობის კონტროლი, ვადებისა და ფასების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტის საწყობში პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი;
- ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის მოთხოვნის შესაბამისად;
საჭირო უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი
ნახვები 911
უნიკალური ნახვები 860
გაგზავნილი CV-ები 6