შემდეგი
21 იან - 19 თებ
სტარტი
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@palatillc.com
ტელეფონი: +995 511 104 113
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი პროფესიული (ტექნიკური) განათლება;
- საწარმოში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint)მაღალ დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი ნედლეულისა და მასალების ხარისხის კონტროლი;
- მზა პროდუქციის შესწავლა, ფიზიკური და მექანიკური თვისებების განსაზღვრა;
- ინდიკატორების სტატისტიკური აღრიცხვა და მონაცემთა ანალიტიკა;
- პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად აქტივობების ორგანიზება. საწარმოში შემოსული ნედლეულის შემოწმება, დასკვნების მომზადება მისი ხარისხის სტანდარტებთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობის შესახებ;
- საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე ოპერატიული კონტროლის განხორციელება, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი, აგრეთვე კომპანიის განყოფილებებში და ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციის საწყობებში სწორი შენახვა;
- უხელმძღვანელოს აქტივობების გამართვას პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
- მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების, ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ხელსაწყოების ხარისხისა და მდგომარეობის შერჩევითი შემოწმების ორგანიზება, პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ტექნოლოგიური პროცესით;
- წარმოების ტექნოლოგიის ხარვეზებისა და დარღვევების მიზეზების გაანალიზება: სამუშაოს ხარისხის გაუარესება, დეფექტების და დაბალი კლასის პროდუქტების წარმოება, მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება, აგრეთვე პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4;
სამუშაო გრაფიკი: ცვლები 15 დღე;
ჩვენ გთავაზობთ:
კვებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 511 104 113
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ნახვები 223
უნიკალური ნახვები 211