21 იან - 19 თებ
მაღაზიის მენეჯერი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • 1600 - 2500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" მარნეულის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: მარნეული, აღმაშენებლის #1
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1600-2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით, განთავსების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობები, ვადებისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი
  • სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების კონტროლი
  • სავაჭრო დარბაზის სისუფთავის კონტროლი;
  • მაღაზიის უსაფრთხოდ გახსნა/დაკეტვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
  • დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
  • დადგენილი პერიოდულობით მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურსათო ტიპის მაღაზიის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 50
უნიკალური ნახვები 46