22 იან - 20 თებ
უფროსი მოლარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1150 - 1750
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" ნუცუბიძის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ნუცუბიძე, პ.დათუაშვილის N7
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1150-1750 ლარი

უფროსი მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
  • მოლარის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაყიდვები
მოლარე
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 31