22 იან - 20 თებ
საწყობის მენეჯერი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1900
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯიბე "Cash & Carry" მარნეულის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.


ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს


სამუშაო ადგილი: მარნეული, აღმაშენებლის N1

სამუშაო გრაფიკი: 09:00- 17:00 კვირაში 6 დღე,

საწყისი ანაზღაურება: 1200-1900 ლარი


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
  • მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
  • სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
  • პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
  • აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge


სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 37