22 იან - 20 თებ
შვეიცარი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს შვეიცარის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ობიექტის სტუმართა მიღება, მისალმება და დახმარების გაწევა
  • სტუმრებისა და თანამშრომლების დახმარება ბარგისა და ნივთების გადაადგილებაში, სასტუმროს ტერიტორიაზე
  • სტუმრების, თანამშრომლებისა თუ სხვა დაკავშირებული პირების ქონების (ბარგი, ნივთები და სხვა) უსაფრთხოების შენარჩუნება გადაადგილებისა და შენახვა-განთავსებისას
  • სტუმრების ინფორმირება სასტუმროში არსებულ მომსახურებებსა და სივრცეებთან დაკავშირებით, საჭიროებისამებრ; სტუმართა დახმარება სასტუმროს სივრცეებში გადაადგილებისა და დაკვალიანების კუთხით
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
  • დამატებითი ნივთებისა და ინვენტარის მიწოდება სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის, საჭიროებისამებრ
  • თანამშრომელთა, სტუმართა და სასტუმროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირთა კონფიდენციალურობის დაცვა, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა
  • სტუმართა საჩივრებისა და პრეტენზიების ეფექტურად მართვა, რეგისტრაციების დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელთან გადასამისამართება, საჭიროებისამებრ
  • კომპანიის ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (მათ შორის შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების) ნორმების დაცვა

მოთხოვნები და უნარები:
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შვეიცარი (ბელბოი)
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 15
მსგავსი განცხადებები