შემდეგი
23 იან - 20 თებ
VIP დეპარტამენტის გამარტივებული და ელექტრონული ტენდერების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას VIP დეპარტამენტის გამარტივებული და ელექტრონული ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში
მე ზვიად საყვარელიძე, ვაცხადებ ვაკანსიას VIP დეპარტამენტის გამარტივებული და ელექტრონული ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე. კანდიდატები სტაჟირების პერიოდს გაივლის
მარკეტში, მას შემდეგ რაც ისწავლიან მასალებს, 1ც პროგრამას და გორგიას შიდა პროცესებს, გადავლენ VIP დეპარტამენტში და შეისწავლიან საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნად უნარ-ჩვევებს, მომხარებლებთან ურთიერთობებს და შესაბამის ტაქტიკებს, მომწოდებლებთან ურთიერთობებეს, შესყიდვის და გაყიდვის ხელოვნებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს, რაც ყველაზე მთავარია შევასწავლი კომერციას. კანდიდატებს შევუწყობ ხელს განვითარებასა და კარიერულ ზრდაში და რაც მთავარია ექნებათ მზარდი შემოსავალი, რომელიც შეადგენს ანაზღაურებას 5500-6000 ლარიდან.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის
წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი
ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და
კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია- მოვალეობები:
- სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად;
- გამარტივებულ და ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
- შესყიდვების პროცესების განხორციელება არსებული სტადნარტების მიხედვით;
- შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტენდერების მიმართულებით;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- მათემათიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 34