23 იან - 21 თებ
ვიპ
სპეციალისტი ფინანსებისა და აღრიცხვის განყოფილებაში
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@gd-holding.com
GD Holding ეძებს დამწყებ სპეციალისტს ფინანსებისა და აღრიცხვის განყოფილებაში, ძირითადი ფუნქცია მოვალეობები იქნება ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დამუშავება და ანალიზი, კერძოდ:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბანკო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და შესაბამისი ფაილების მომზადება ზედა რგოლის მენეჯმენტისთვის.
- საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა 1C პროგრამაში;
- კომპანიების საგადასახადო ბარათის კონტროლი rs.ge ზე.
- მარტივი საგადასახადო რისკების შეფასება, დახმარება საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულებაში ზუსტად და დროულად.
- საპენსიო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
- მარაგების და ძირითადი საშუალებების კონტროლი შესაბამისი ფაილების მომზადება ზედა რგოლის მენეჯმენტისთვის.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა საშუალოზე მაღალ დონეზე);
- ინგლისური ენის ცოდნა (საკმარისია B1 დონეზე)
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
შესაძლოა განხილულ იქნას ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც.
კომპანიის ოფისი მდებარეობს ქ. თბილისი, გ. მდივანის 3ა-ში, (მოსკოვის გამზირი #27-29-ის მიმდებარედ) ვინაიდან კომპანია არ განიხილავს დისტანციურ მუშაობას, სასურველია კანდიდატისთვის მისაღები იყოს ოფისის ადგილმდებარეობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: career@gd-holding.com და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 123
უნიკალური ნახვები 120