შემდეგი
24 იან - 22 თებ
გრაფიკული დიზაინერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Career@ardi.ge
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N3 განიხილება როგორც საოფისე, ასევე ჰიბრიდული სამუშაო განრიგი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქციები:
- მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
- შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
- სარეკლამო პოსტერების, პრეზენტაციების და სოციალური მედიის პოსტების მომზადება;
- ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება სოციალური ქსელისთვის;
- საბეჭდი მასალებისა და ვიზუალური ელემენტების (პატერნების) დიზაინი;
- ბრენდის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით შესაბამისი ტიპოგრაფიის შექმნა, შერჩევა და გამოყენება;
- ფოტოების დამუშავება;
- ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
- ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
- საჭიროების შემთხვევაში, ციფრული ილუსტრაციების შექმნა.
- დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია დიზაინის მიმართულებით;
- მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე და საკუთარი პორტფოლიოს ქონა;
- გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მაგალითად InDesign, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
- Figma, Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate, 3D Max პროგრამების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „გრაფიკული დიზაინერი“
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
ხელოვნება/მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები 89
უნიკალური ნახვები 86