28 იან - 26 თებ
ამბულატორიის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს ,, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გლობალმედი ‘’ აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიის ხელმძღვანელის
პოზიციაზე:
მის: თბილისი , კოსმონავტების 45 ა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:
  • ამბულატორიული დეპარტამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი;
  • დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დეპარტამენტში სამედიცინო სერვისების უწყვეტი, სრული, ყოვლისმომცველი და კოორდინირებული მიწოდების უზრუნველყოფის მართვა;
  • ამბულატორიული დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელობა; პერსონალის მართვის დროს პროცესების ზედამხედველობა;
  • ამბულატორიულ დეპარტამენტში მკურნალობასთან, დიაგნოსტიკასთან, პროფილაქტიკასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მართვა;
  • პაციენტთა მიღების ორგანიზება; ნაკადების მოწესრიგების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება
  • არსებული მონაცემების საფუძველზე დეპარტამენტის საქმიანობის გაანალიზება და შეფასება, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა საქმიანობის ფორმისა და მეთოდების გაუმჯობესების მიზნით;
  • დეპარტამენტში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაზე კონტროლი და ზედამხედველობა; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება;
  • დეპარტამენტში მედიკამენტებისა და სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივებზე (ტექნიკური საშუალებები; აპარატურა და სხვა) კონტროლი და ზედამხედველობა; მათი შეძენის ორგანიზების ხელშეწყობა;
  • კლინიკის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა, საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სერვისების გაწევის კონტროლი და ზედამხედველობა;
  • სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო სერვისების და ფინანსებისა და ანაზღაურების მოდელების შემუშავება;
  • დეპარტამენტში სამედიცინო საქმიანობის ხარისხის მართვა; შიდა პროტოკოლების და სხვა ოპერაციული პროცედურების შემუშავება და იმპლემენტაცია.
  • დეპარტამენტში ნოზოკომიური ინფექციების, ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დაცვაზე კონტროლის, ნარჩენების მართვის, რადიაციული უსაფრთხობისა და სამედიცინო დაწესებულებებისადმი წაყენებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი
  • სალიცენზიო და სანებართვო მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობა.
  • მოქმედი კანონმდებლობის და კლინიკის ხელმძღვანელი პირის ლოკალური აქტების შესრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@globalmed.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ამბულატორიის ხელმძღვანელი“.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 28