29 იან - 27 თებ
აღმასრულებელი მენეჯერის ასისტენტი
თბილისი, საბურთალო, ს.ჩიქოვანის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995595044111
მისამართი: სიმონ ჩიქოვანის 4

საპროექტო-სამშენებლო კომპანია „ახალი სახლი“ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.


ადგილმდებარეობა: თბილისი; ს.ჩიქოვანის N4


პოზიციის მიმოხილვა:

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პროაქტიულ და დეტალებზე ორიენტირებულ აღმასრულებელი მენეჯერის თანაშემწეს. აღნიშნული კადრი გადამწყვეტ როლს შეასრულებს აღმასრულებელი მენეჯერის ყოველდღიური განრიგის, კომუნიკაციებისა და სტრატეგიული ინიციატივების მართვაში. ის იმოქმედებს როგორც მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აღმასრულებელ მენეჯერისა და შიდა/გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის, მართავს მაღალი პრიორიტეტის ამოცანებს, კოორდინაციას გაუწევს კომპლექსურ პროექტებს და უზრუნველვყოფს უწყვეტ ოპერაციებს.


ფუნქციები და მოვალეობები:

  • საქმიანი კორესპონდენციებისა და კომერციული დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
  • ოფიციალური წერილების გაგზავნა;
  • ოფისის ყოველდღიური საჭიროებების მართვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი საჭიროების შემთხვევაში;
  • გაწეული სამუშაოს მონიტორინგი და ანალიზი;
  • შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი დოკუმენტის წარმოება, მიწოდება შესაბამის მხარეებთან და შესრულების პროცესში კომუნიკაცია;
  • აღმასრულებელი მენეჯერის მხარდაჭერა სხვადასხვა დავალების შესრულებაში, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


სავალდებულო:

  • უმაღლესი განათლება
  • ქართული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება სავალდებულო
  • საოფისე პროგრამების ფლობა ( Microsoft Exsel - საბაზისო ცოდნა არის აუცილებელი )
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი


აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: newhousevk@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „აღმასრულებელი მენეჯერის ასისტენტი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

TOP მენეჯმენტი
დირექტორის მოადგილე
ნახვები 38
უნიკალური ნახვები 35