შემდეგი
13 თებ - 15 მარ
მოლარე-კონსულტანტი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- 750
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.autolab@gmail.com
კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.
კომპანია Auto-Lab დრაივი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავში.
ფუნქცია მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- პროდუქციის განლაგება,მოწესრიგება,სისუფთავის დაცვა და ვადების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- ნაღდი და უნაღდო ანაგარიშსწორების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საშუალო განათლება;
- მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა სამუშაო პროცესში;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
პირობები;
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 09:00-20:00 სთ (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი;
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე
ნახვები 159
უნიკალური ნახვები 153
მსგავსი განცხადებები