20 თებ - 21 მარ
ვიპ CV
ამერიკული აუქციონებიდან მანქანების შერჩევის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, მ. ალექსიძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული,რუსული
Columbus Shipping - არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია აშშ-დან მანქანების შერჩევასა და მიწოდებაში. ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ და ამბიციურ სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და დაეხმარება კლიენტებს საუკეთესო ავტომობილების მოძიებასა და შეძენაში
ცხადდება ვაკანსია ამერიკული აუქციონებიდან მანქანების შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე

რას გთავაზობთ?
  • თანამედროვე ტექნოლოგიები საუკეთესო შედეგებისთვის – ჩვენ გიყოფთ MacBook-სა და iPhone-ს, რათა თქვენი მუშაობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა – ჩვენ ვაფასებთ თქვენი ამბიციას და გთავაზობთ რეალურ პერსპექტივებს განვითარებისთვის.
  • პროფესიონალური ტრენინგი – საუკეთესო ექსპერტებისგან მიიღებთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
  • მოტივირებული გუნდი – ჩვენთან იმუშავებთ ენერგიულ და მხარდამჭერ ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში.

თქვენი მოვალეობები:
  • მანქანების შერჩევა პოპულარულ აუქციონებზე (Copart, IAAI, Manheim და სხვ.) მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად.
  • ავტომობილების შეფასება ფოტოების, CARFAX-ისა და AutoCheck ანგარიშების, ასევე ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე.
  • ონლაინ ტენდერებში მონაწილეობა კლიენტის ბიუჯეტის გათვალისწინებით.

ვის ვეძებთ?
  • გესმით მანქანების ტექნიკური მახასიათებლები და შეგიძლიათ მონაცემების ანალიზი.
  • ყურადღებიანი ხართ და შეგიძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობა.
  • თავისუფლად ფლობთ ქართულ და რუსულ ენებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!
ავტო-მოტო სერვისი
ავტოსამრეცხაო,
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
შესყიდვები
ავტომობილი/ნაწილები
ნახვები 2280
უნიკალური ნახვები 2001
გაგზავნილი CV-ები 85