04 მარ - 03 აპრ
სტანდარტი
ტენდერი - სატრანსპორტო მომსახურება
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ტელეფონი: +995 591 21 99 11
CENN აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- მგზავრების გადაყვანა თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში;
- მგზავრების გადაყვანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში;
- მგზავრების გადაყვანა თბილისიდან სომხეთის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში;
- მგზავრების გადაყვანა თბილისიდან აზერბაიჯანის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ, 2025 წლის 11 მარტის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალებების შესაბამისად, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
- 2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- დაფარვის არეალი;
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება)
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 85
უნიკალური ნახვები 83