07 მარ - 06 აპრ
ექიმის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.
ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

შპს სამედიცინო ცენტრი „ციტო“ აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე ქ. თბილისში

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტის ვიზიტის გამართული პროცედურის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება დადგენილი წესებით;
  • ექიმის დახმარება, პაციენტთა ნაკადის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამედიცინო განათლება;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტი აზროვნების უნარი.

სამუშაო დღეები:
  • სრული განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, შაბათი 09:00--15:00
  • ნახევარი განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00--14:00, ყოველი მე-2 შაბათი 10:00--15:00
  • ნახევარი განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 15:00--19:00, შაბათი 10:00--15:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“ (შემდგომში „ციტო“, ს/ნ: 204888461, ტელ: +995 0322290671, მის: თბილისი, ფალიაშვილის ქ. #40) თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და დასაქმებით დაინტერესებული კანდიდატის განაცხადს/აპლიკაციას განიხილავს, შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს დასაქმების კანდიდატის მიერ გაცემული წინამდებარე თანხმობის საფუძველზე.

იმისთვის, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით „ციტომ“ მიიღოს გადაწყვეტილება, დასაქმების კანდიდატი წარადგენს განცხადებას/აპლიკაციას. აღნიშნულთან ერთად, შესაძლოა, „ციტომ“ მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, გასაუბრება, ტესტირება ან გამოიყენოს შეფასების სხვა მეთოდები. ამ პროცესის ფარგლებში „ციტო“ დაამუშავებს კანდიდატის ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, განათლების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სხვა ნებისმიერი დამატებითი მონაცემი, რაც საჭირო იქნება „ციტოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განსახილველად.

მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს ამ ფორმაზე გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც გამოიხატება კანდიდატის მიერ მისი პერსონალური მონაცემების „ციტოსთვის“ წარდგენით. კანდიდატს აქვს აღნიშნული თანხმობის ნებისმიერ დროს გამოთხოვა/გაუქმების უფლება, რის შემდგომაც დამსაქმებელი შეაჩერებს მისი აპლიკაციის განხილვას და გაანადგურებს მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავება მხოლოდ დასაქმების კანდიდატის თანხმობის საფუძველზე მოხდება, „ციტო“ მონაცემებს შეინახავს/დაამუშავებს 1 (ერთი) წლის ვადით. კანდიდატის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს, თუ ამას განსაზღვრავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ან კომპანიის შიდა პოლიტიკა.
„ციტო“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს წარმართავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატი, მისი პერსონალური მონაცემების „ციტოსთვის“ წარდგენით, ადასტურებს, რომ გაეცნო შპს „სამედიცინო ცენტრი ციტოს“ მიერ დასაქმების კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს (გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://cito.ge/personal-data/ - career-policy) და თანახმაა, კომპანიას გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები შემდგომი დამუშავება/შენახვის მიზნით.

აღნიშნულ თანხმობას „ციტო“ განიხილავს აუცილებელ წინაპირობად კანდიდატის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისთვის.
სამედიცინო
ექიმის დამხმარე
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 81