10 მარ - 08 აპრ
მებაღე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „თბილისი ჰილს გოლ მენეჯმენტი“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ
„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.

„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის“ კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd’ Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.

კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციასა და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
  • ყოველდღიურად სამებაღეო საქმიანობის განხორციელება
  • გაზონის თიბვა
  • მცენარეების ფორმირება და შეწამლვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველი მებაღედ მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია (მაგრამ, არა აუცილებელი) B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება
  • დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს
  • მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს
  • გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25.03.2024.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com
გთხოვთ, „subject“-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მებაღე“.
შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ლანდშაფტი (გამწვანება)
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 23
მსგავსი განცხადებები