10 მარ - 08 აპრ
კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი / IKEA
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის (IKEA) პოზიციაზე, თბილისში.

მე, თამარ შუბითიძე, ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში, კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით:

შესყიდვებისთვის აუცილებელ ყველა ძირითად ტაქტიკას;
1C პროგრამაში შესაბამის მოდულში მუშაობას;
შესყიდვების პროცესის აუცილებელ ასპექტებს და საჭირო უნარ-ჩვევებს.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობებში და მარკეტებში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი; მინიმალური მაქსიმალური ნაშთების პერიოდული განახლება და პროგრამულად გაწერა;
  • პროდუქციის დეფიციტური და ჭარბი ნაშთების განსაზღვრა და შესყიდვების მენეჯერთან ანგარიშის დაფიქსირება;
  • მომწოდებელთან შეკვეთის, მოწოდების, კომპანიის საწყობში ან მომხმარებელთან მიწოდების, პროდუქციის უკან დაბრუნების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამულად გაწერის განხორციელების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი სტანდარტის დაცვის შესაბამისად;
  • შეკვეთების პროგრამული დარეგისტრირება;
  • პროდუქციის შემოსვლების გრაფიკის წარმოება და გაყიდვების გუნდის ინფორმირება;
  • საწყობებისთვის შემოსასვლელი შეკვეთების გადანაწილების მომზადება და გადაგზავნა;
  • ნაშთების მონიტორინგი და გადაადგილებების მიწოდება სხვადასხვა რეგიონის ოპერატორებისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
  • აუცილებელია რუსული ან სომხური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების, მათ შორის მნიშვნელოვანია ექსელის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: recruit@gorgia.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,

მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
წარმატებებს გისურვებთ!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 19