11 მარ - 10 აპრ
პროექტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფრაკონ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტზე სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა;
  • მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი პერსონალის მოძიება-შერჩევის პროცესში მონაწილეობა. დამკვეთებთან ურთიერთობა და მათთან მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების შეთანხმება;
  • სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა. მათ შორის: პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნიკური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა და სხვ.;
  • კომუნიკაცია არქიტექტორთან, კონსტრუქტორთან და პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან;
  • სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი, სამუშაოს თანმიმდევრობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების ბაზრის პერიოდული კვლევა. მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების მოძიება და მომწოდებლებთან შესაბამისი მოლაპარაკების წარმოება;
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • ფორმა #2 მომზადება
  • ხარჯების კონტროლი;
  • პროექტის სახელფასო და საივლინებო ხარჯების კონტროლი;
  • მასალების ჩამოწერის წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ბიზნესის მიმართულებით);
  • სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა ზედამხედველობის, ხარისხის კონტროლის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის კუთხით;
  • პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგად ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტების მენეჯერი“

სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 96
უნიკალური ნახვები 91