შემდეგი
12 მარ - 19 მარ
ანაზღაურებადი სტაჟირება - აგრო სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირება
თბილისი
- სტაჟირება
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldagi.ge
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აგრო სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირების მიმართულებით.
აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შერჩეული აპლიკანტები სტაჟირებას გაივლიან სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირების შემდეგი მიმართულებიდან ერთ-ერთში:
- სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირება
- სადაზღვევო პოლისების კონტროლინგი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
დასაქმების ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 თვე (საჭიროების შემთხვევაში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით)
ძირითადი მოვალეობები:
- აგრო სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირება: დოკუმენტების მომზადება, შემოწმება, აღრიცხვა;
- გაცემული სადაზღვევო პოლისების შემოწმება და დადასტურება;
- სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირებისთვის შესაბამის პროგრამაში და ექსელში მუშაობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა
- დროის მართვის უნარი
- სწრაფად სწავლის უნარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 19 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სტაჟირება/აგრო სადაზღვევო პოლისების ადმინისტრირება
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 24