17 მარ - 31 მარ
სტარტი
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ მარკეტინგული პროექტების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
არქიში ვეძებთ მარკეტინგული პროექტების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- მარკეტინგული პროექტების/კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება;
- პროექტებში ჩართული მხარეების თანამშრომლებზე შესაბამისი დავალებების დელეგირება და კოორდინირება;
- პროექტების/კამპანიების ბიუჯეტირება;
- ბრენდის და პროდუქტების ეფექტურად წარმოჩენის უზრუნველყოფა;
- ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება/ორგანიზება;
- მომწოდებლებთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
- მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა/კოორდინირება;
- მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- პერიოდული ბაზრის კვლევა და კონკურენტული ანალიზის უზრუნველყოფა;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი,
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 31