შემდეგი
17 მარ - 15 აპრ
კონსურსი - აკადემიური პოზიციების დასაკავებლად
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 10 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Vacancy@freeuni.edu.ge
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად
კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმარულებებით :
- არქიტექტურა (პროფესორი);
- ქალაქთმშენებლობა (პროფესორი);
- არქიტექტურა და დიზაინი (ასისტენტ პროფესორი);
- ელექტრო ინჟინერია - პროფესორი;
- ჩინური ენა - პროფესორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არქიტექტურის მიმართულებით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლისა და ასევე:
- უცხოურ უნივერსიტეტებში მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- არქიტექტურული აზროვნებისა და არქიტექტურული პროექტირების სტუდიების მიმართულებით ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილების გამოცდილება;
- მულტი-დისციპლინარული ცოდნა და გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
ქალაქთმშენებლობის მიმართულებით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლისა და ასევე:
- საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამის სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა;
- ქალაქთმშნებლობისა და სამშენებლო კანონმდებლობაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქალაქთმშენებლობის საერთაშორისო მარეგულირებელი გარემოს კარგი ცოდნა;
- მულტი-დისციპლინარული ცოდნა და გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
არქიტექტურა და დიზაინის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და ასევე:
- საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- მინუმუმ 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- განხორციელებული პროექტები;
- მინიმუმ 5 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული/კვლევითი მუშაობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე
შესაბამის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის და კვლევების მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება;
კვლევითი გრანტების განხორციელების გამოცდილება;
ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ელექტრული წრედების და ელექტრომაგნიტური სისტემები მიმართულებით;
ინგლისური ენის ცოდნა.;
უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას;
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩინური ენის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული/კვლევითი მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;
აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 აპრილიდან - 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
- ბიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
- შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
- ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პუბლიკაციების ჩამონათვალი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დოკუმენტაციის მიიღება ხორციელდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/242523013207442
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება ან საჩვენებელი ლექცია საჭიროების შემთხვევაში.
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2025 წლის 24 აპრილიდან - 2025 წლის 28 აპრილის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ან საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2025 წლის 29 აპრილიდან - 2025 წლის 5 მაისის ჩათვლით.
შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირებთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 9