17 მარ - 15 აპრ
სტარტი
ტრენინგი - კარიერული დაგეგმვის კურსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@hr4b.ge
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია HR4 Business დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR კონსალტინგს, HR პროექტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/
ვაცხადებთ რეგისტრაციას კარიერული დაგეგმვის კურსზე!
დაგეგმე შენი კარიერა და იყავი მზად შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის!
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს პროფესიულ განვითარებას, სურს სწორად დაგეგმოს კარიერა და აითვისოს სამსახურის ძიების ეფექტური სტრატეგიები.
ტრენინგის მიზანი:
- დაეხმაროს მონაწილეებს ახალი პროფესიის შერჩევასა და კარიერის სწორ დაგეგმვაში
- შეაფასონ საკუთარი უნარები და განივითარონ საჭირო კომპეტენციები
- აითვისონ სამსახურის ძიებისა და გასაუბრების ტექნიკები
ვისთვისაა განკუთვნილი? ტრენინგი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის, მოზრდილებისთვის და იმ პირებისთვის, ვისაც სურს კარიერული ცვლილება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაცია.
ტრენინგის პროგრამა:
კარიერის დაგეგმვა და ახალი პროფესიის არჩევა (2 შეხვედრა)
- კარიერის მართვის თანამედროვე მიდგომები
- პროფესიული მიზნების დასახვა
- ინდივიდუალური კარიერული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში.
უნარების შეფასება და განვითარება (2 შეხვედრა)
- საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობების შეფასება სასურველ სამუშაოსთან მიმართებაში
- გაუმჯობესების მიმართულებებს გამოვლენა
- კონსულტანტისგან რეკომენდაციების მათი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიღება, გარდამავალი უნარების დიაგნოსტიკა
სამსახურის ძიება და გასაუბრებისთვის მომზადება (2 შეხვედრა)
- სამსახურის ძიების სტრატეგიები
- ვაკანსიის სწორად წაკითხვა
- CV/რეზიუმეს მომზადება
- გასაუბრებისთვის მომზადების ტექნიკები
- რთული და ხშირად დასმული კითხვებისვთვის მომზადება
- ხელფასზე მოლაპარაკება
- პოტენციურ დამსაქმებელთან კომუნიკაცია
ფინალური ეტაპი - 2 სთ მონაწილეები მოამზადებენ და წარადგენენ მათი კარიერული განვითარების პროექტს გავლილი კურსის საფუძველზე.
- დავით გუნაშვილი – HR პროფესიონალი, მართვისა და ლიდერობის ტრენერი, კარიერის კონსულტანტი,17+ წლიანი გამოცდილება.
- სალომე ერაგია – HR პროფესიონალი, კარიერის კონსულტანტი, DEI კონსულტანტი, 7+ წლიანი გამოცდილება.
- ირინა შალამბერიძე – HR პროფესიონალი, HR4 Business CEO, კარიერული კონსულტანტი, 20+ წლიანი გამოცდილება.
განრიგი და საფასური:
- ტრენინგის ჩატარების პერიოდი: სწავლება დაიწყება ჯგუფის შევსებისთანავე. ჩატარდება საღამოს საათებში.
- სრული კურსის საფასური:
- შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა - 50 -50 % ტრენინგის დაწყებამდე დაფარვით.
- პირველი 3 დარეგისტრირებული მიიღებს 20 %-იან ფასდაკლებას
- მოქმედებს საქართველოს ბანკის „ნაწილ-ნაწილ“ გადახდის სისტემა, 4 თვეზე განაწილებით.
- ფორმატი: ონლაინ
- ტრენინგის დასასრულს გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: - https://forms.gle/eRE5ZxrMgHeYK4LW7
კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@hr4b.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები 108
უნიკალური ნახვები 106