შემდეგი
18 მარ - 16 აპრ
პროექტების ტექნიკური მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის ქ.
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
კომპანია „ევრო პანელ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების ტექნიკური მენეჯერი პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების მონიტორინგი და კონტროლი;
- პროექტების ბიუჯეტირება;
- სამუშაოების შესრულების რისკების შეფასება, სამუშაოების შესრულებადობის შეფასება, სამუშაობის შესრულების ვადების ანალიზი და კალენდარული გრაფიკის მომზადება.
- ობიექტზე მიმდინარე საფასადე სამუშაოების ტექნიკური დაგეგმვა;
- ობიექტზე მიმდინარე საფასადე სამუშაოების დროის კონტროლი;
- მომუშავე ჯგუფის აყვანა და კონკრეტულ სამუშაოზე საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;
- სამუშაოების ვადებისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
- არქიტექტორ-კონსტრუქტორთან სამუშაო გეგმის შედგენა და საჭირო მასალების იდენთიფიცირება;
- კონკრეტულ ობიექტზე ტექნიკური სამუშაოების დაგემვა-კონტროლი (ამწე-კალათის მოწყობა, ხარაჩოების, ლულკების, სახარჯი და სხვა მასალების მიწოდების ორგანიზება);
- მალასების როდენობის ხარჯვითი კონტროლი (გადახარჯვის ან შემცირების შემთხვევაში მიზეზის დადგენა);
- პროექტებზე არსებული სტატუსის ფლობა და ყოველკვირეული რეპორტინგი.
- პრობლემის იდენთიფიცირება და მისი გადაჭრა ოპტიმალური მეთოდებით;
- ყოველთვიური სავალდებულო ტრენინგების ორგანიზება პროექტის მენეჯერისთვის და მომუშავე პერსონალისათვის.
- ობიექტებიდან მიღებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე მომუშავე პერსონალის ხელფასების შედგენა და მისი სისწორის მონიტორინგი;
სავალდებულო მოთხოვნები:
- გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან პროექტის მენეჯერის ან/და საქმეთა მწარმოებლის მიმართულებით მინიმუმ 2 წელი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (სასურველია)
პერსონალური უნარები:
- პასუხისმგებლიანი;
- საქმის მიმართ პედანტური;
- გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
- მომთხოვნი;
- კეთილსინდისიერი;
- სტრესულს სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა.
- კორპორატიული ნომერი
- თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას მითითებულ ლინკზე: https://www.app.helio-ai.com/apply/c9xvsi3z0ia2knll?src=Hr.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
პროექტების მართვა
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7