21 მარ - 19 აპრ
მატერიალური ფასეულობების აღწერისა და კონტროლის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
ბათუმი
გორის მუნიციპალიტეტი, გორი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური ფასეულობების აღწერისა და კონტროლის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავში, ქუთაისში, საჩხერეში, მარნეულში და ლილოში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია"
პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის
წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარება, სექციის პასუხისმგებელ პირთან ერთად;
  • ძირითადი საშვალებების ინვენტარიზაცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • შიდა მოხმარებისათვის შესყიდული ნივთების კონტროლი;
  • დაზიანებული გასანადგურებელი ნივთების აქტის საფუძველზე პროგრამული ჩამოწერის კონტროლი;
  • საწყობის შემთხვევაში, WMS-ის პროგრამის სწორად მუშაობის და მარაგების დამისამართების კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო/უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ
მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა
ნახვები 166
უნიკალური ნახვები 157