21 მარ - 04 აპრ
სტანდარტი
GDP პასუხისმგებელი პირი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს GDP პასუხისმგებელი პირის ვაკანსიას ქალაქ თბილისში (ცენტრალური საწყობი) .
ფუნქცია - მოვალეობები:
ცოდნა და გამოცდილება:
პიროვნული თვისებები:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 აპრილი, 2025 წელი.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფა;
- სადისტრიბუციო აქტივობებში ჩართული პერსონალის პირველადი, უწყვეტი და და არაგეგმიური სწავლებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- მოვალეობათა დელეგირებასთან მიმართებით, შესაბამისი ჩანაწერების წარმოებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
- სადისტრიბუციო საქმიანობის მართვისა და ჩანაწერების სისწორესა და ხარისხზე ზედამხედველობა;
- ფარმაცევტული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესების წარმართვა, დროულობისა და კოორდინირების უზრუნველყოფა;
- ფარმაცევტული პროდუქციის მიღების პროცესში ჩართულობა, ფარმაცევტული პროდუქტის სარეალიზაციო მარაგებში განთავსებაზე გადაწყვეტილების მიღება.
- საბოლოო გადაწყვეტულებების მიღება საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული,გაუვარგისებული,ვადაგასული, დაბრუნებული, გამოთხოვილი ან/და უარყოფილი ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებით, მათ შორის, ამოღების, ჩამოწერისა და განადგურების თაობაზე;
- სარეალიზაციოდ დაშვებულ მარაგებში ფარმაცევტული პროდუქტის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტულების მიღება/დამტკიცება;
- ფარმაცევტული პროდუქტის მყიდველის/მომხმარებლი/მიმღების საჩივრების ეფექტიანი განხილვისა და გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
- საბითუმო დისტრიბუციის ოპერაციების შესრულებისას ფარმაცევტული პროდუქტის სათანადო ხარისხის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
- ფარმაცვეტული პროდუქტის მომწოდებლების და მომხმარებლების კვალიფიკაციის შეფასებისა და დამტკიცების უზრუნველყოფა.
- საბითუმო დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი სანებართვო პირობების, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების ან/და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკით დადგენილი პირობების დაცვის ზედამხედველობა;
- ქვეკონტრაქტორებზე (აუთსორსინგზე) იმ საქმიანობების/აქტივობების გადაცემის დამტკიცება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სათანადო დაცვაზე;
- განახორციელოს ყველა იმ მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა, რაც განსაზღვრულია ეროვნული კანონმდებლობით ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის მიმართ და ზეგავლენას ახდენს კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის შესრულებაზე;
- კომპანიაში მიმდინარე შიდა აუდიტის რეგულარულ ინტერვალებში წინასწარ მომზადებულ პროგრამის მიხედვით ჩატარების უზრუნველყოფა და გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის მონიტორინგი;
- ხარისხის სისტების მმართველობითი მიმოხილვის (მენეჯმენტის მიმოხილვის) პროცესში ჩართულობა და უზრუნველყოფა, რომ სადისტრიბუციო აქტივობები პერიოდულად ფასდება და შეესაბამება კომპანიის ხარისხის მიზნებსა და მარეგულირებელ მოთხოვნებს.
- ვადაგასული და გაუვარგისებული, ჩამოწერილი მედიკამენტების განადგურების პროცესის უზრუნველყოფა.
- საზღვარგარეთის ტვირთში დაფიქსირებული დანაკლისის აქტების მიწოდება ადრესატს (შესყიდვები, კოსმეტიკის ჯგუფი და სხვა) და დანაკლისების ჩამოწერის და მეტობის შემოსავალში აყვანის უზრუნველყოფა;
- აღწერისთვის ბაზების მომზადება და შედეგების კოორდინაცია რევიზიისა და კონტროლის სამსახურთან, ფინანსურ დეპარტენტთან და ლოგისტიკის დეპარტამენტთან.
- სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დასარეგისტრირებელი მედიკამენტების ნაშთიდან ჩამოწერა და სარეგისტრაციო ნაშთების განადგურება პერიოდულად მათთან შეთანხმებით;
- შემოსავალში შეცდომით აყვანილი მედიკამენტების გასწორება;
- ექსპორტისა და რეექსპორტზე პროცესების კოორდინირება.
- აცნობს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს მათთვის განკუთვილ სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს;
- მართავს და აკონტროლებს სტრუქტურულ ერთეულზე გაწერილ ბიუჯეტს;
ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ფარმაცევტული მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა
- EU GDP 343-ის სერტიფიკატი;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის ცოდნა და შესაბამისი ტრეინინგები აღნიშნული მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- პროცესებისა და პროცედურების კარგად ფლობა;
- დაკვირვებულობა და სიზუსტე;
- გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
- საქმის სწორად და დროულად დელეგირების შესაძლებლობა;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- თანამშრომლების შეფასების უნარი;
- შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თავაზიანობა;
- ოპერატიულობა;
- გუნდურობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 აპრილი, 2025 წელი.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ნახვები 113
უნიკალური ნახვები 107