21 მარ - 20 აპრ
ტექნოლოგი
კასპის მუნიციპალიტეტი, იგოეთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551 22 66 40
სუნელების მწარმოებელი კომპანია შპს "იგოეთი" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერა:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე
  • სამუშაო ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი იგოეთი
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება, ტექნოლოგიური პროცესების გაწერა;
  • წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა;
  • განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა;
  • ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი;
  • პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად;
  • საწარმოს ექსპერიმენტალური სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობა მსგავსი საჭიროების შემთხვევაში;
  • პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა;
  • როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით წარმოების პროცესის მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ცოდნა და გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: info@igoetispices.ge და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 551 22 66 40.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმოება/ოპერაციები
ტექნოლოგი
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 31
მსგავსი განცხადებები